ka | en
Company Slogan TODO

კიბოს მკურნალობა ნანო-ნაწილაკების გამოყენებით ჰიპერთერმიის შესწავლა უჯრედულ დონეზე

ავტორი: ლევან შოშიაშვილი
თანაავტორები: დ.კაკულია, ა. ლომია,ფ. შუბითიძე
საკვანძო სიტყვები: ნანო ნაწილაკები, ჰიპერთერმია, ბიოსითბოს განტოლება, ვერნოტე კატანნეოს მოდელი
ანოტაცია:

ერთ ერთი ურთულესი და ჯერ კიდევ ბოლომდე გადაუჭრელი პრობლემა მედიცინაში არის სიმსივნე. მიუხედავად იმისა რომ არსებობს სხვადასხვა მეთოდები რომლებიც შეძლებისდაგავარად კურნავენ პაციენტს და უხანგძლივებენ სიცოცხლეს, მიმდინარეობს ახალი მეთოდების და მიმართულებების ძიება სიმსივნური დაავადებების ეფექტურად განკურნების მიმართულებით. ერთერთი ასეთი მეთოდი რაც უკვე დანერგილია კლინიკურ მკურნალობაში არის ჰიპერთერმიული მკურნალობა. ნანო ნაწილაკებით ჰიპერთერმიული მკურნალობა ერთერთი იმედისმომცემი მიდგომაა სიმსივნის მკურნალობის საქმეში მას შემდეგ რაც ნანონაწილაკი შეყვანილია სიმსივნურ უჯრედში, ხდება ელექტრომაგნიტური ველის ჩართვა, რომელიც გადასცემს ენერგიას ნანონაწილაკებს. ეს უკანაკნელნი კი თვის მხრივ იწვევენ ლოკალურ გადახურებას (ნანონაწილაკის მდებარობის ახლოს), რაც იწვევს სიმსივნური უჯერიდ დაშლას.კვლევები აჩვენებენ რომ სიმსივნური უჯერედები აკუმულირებენ ნანონაწილაკებს უფრო მაღალი ალბათობით და კონცენტრაციით ვიდრე ნორმალური უჯერები. ნანო მანძილებზე ჰიპერთერმიის და ტემპერატურული განაწილების მექანიზმი უჯრედულ დონეზე არაა ნათელი და მოითხოვს შესწავლას რიცხვითი მოდელირების საშუალებით რათა მოხდეს ნანონაწილაკებით ჰიპერთერმიის ოპტიმიზირება ყველა შესაძლო სიმსივნური უჯრედისათვის. ამ ამოცანის გადასაჭრელად ამ პროექტით შემოთავაზებულია: მულტისკალური (ნანო-მიკრო-მაკრო) პროგრამული კოდი ბიოსითბოს განტოლების ამოსახსნელად; მიღებული მოდელების შემოწმება ექსპერიმენტულ მონაცემებთან შედარების გზით; ნანონაწილაკებს საშუალებით ჰიპერთერმიის შესწავლა ნანო მანძლებზე; ტემპერატურის ფოკუსირების შესაძლებლობის განსაზღვრა უჯრედულ დონეზე ინდივიდუალური სიმსივნური უჯრედების მკურნალობის მიზნით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com