ka | en
Company Slogan TODO

წამახვილებული დრეკადი პრიზმული გარსების გათვლა კირხჰოფ-ლიავის მოდელის საფუძველეზე

ავტორი: იუსუფ ფუატ გიულვერი
საკვანძო სიტყვები: პრიზმული გარსები, წამახვილებული ნაპირი
ანოტაცია:

წამახვილებელი დრეკადი პრიზმული გარსების მათემატიკური მოდელირება დაკავშირებულია გადაგვარებულ ელიფსურ და ჰიპერბოლურ განტოლებებთან და სისტემებთან, შესაბამისი, საზოგადოდ არაკლასიკური, სასაზღვრო პირობებით. კირხჰოფ-ლიავის მოდელის საფუძველეზე პრიზმული გარსების გათვლის ამოცანას მივყევართ მეოთხე რიგის გადაგვარებულ ელიფსურ განტოლებამდე, რომლის შესაბამისი ოპერატორი, ერთი მიმართულებით ხარისხოვანი წამახვილების შემთხვევაში, წარმოიდგინება ორი ეილერ–პუასონ–დარბუს ელიფსური ოპერატორის ნამრავლის სახით. ცილინდრული ღუნვის შემთხვევაში ეს ოპერატორები წარმოადგენენ მეორე რიგის გადაგვარებულ ჩვეულებრივ დიფერენციალურ ოპერატორებს. აღნიშნული მეორე რიგის გადაგვარებული ჩვეულებრივი დიფერენციალური ოპერატორის შესაბამისი განტოლებისათვის კორექტულად დასმული სასაზღვრო ამოცანების შემთხვევაში ჩატარებული და გაანალიზებულია რიცხვითი ექსპერიმენტები კომპიუტერზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com