ka | en
Company Slogan TODO

თერმოდრეკადი გარსების ორ რელაქსაციის დროზე დამოკიდებული იერარქიული ორგანზომილებიანი მოდელების შესახებ

ავტორი: გია ავალიშვილი
თანაავტორები: მარიამ ავალიშვილი
საკვანძო სიტყვები: თერმოდრეკადი სხეულების არაკლასიკური მოდელები, განზომილების რედუცირების მეთოდები, მოდელირების ცდომილების შეფასება
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია თერმოდრეკადი სხეულების არაკლასიკური მოდელი, რომელიც დამოკიდებულია ორ რელაქსაციის დროზე. შესწავლილია სამგანზომილებიანი მოდელის შესაბამისი ზოგადი საწყის-სასაზღვრო ამოცანა და სათანადო ვექტორული განაწილებების სივრცეებში დამტკიცებულია ამონახსნის არსებობა და ერთადერთობა. თერმოდრეკადი გარსებისათვის აგებულია ორ რელაქსაციის დროზე დამოკიდებული არაკლასიკური დინამიკური ორგანზომილებიანი მოდელების იერარქია. გამოკვლეულია მიღებული მოდელების შესაბამისი საწყის-სასაზღვრო ამოცანები. შესწავლილია მიმართება აგებულ მოდელებსა და საწყის სამგანზომილებიან მოდელს შორის. დამტკიცებულია რედუცირებული ორგანზომილებიანი მოდელების ამონახსნებიდან აღდგენილი სამი სივრცითი ცვლადის ვექტორ-ფუნქციების სამგანზომილებიანი ამოცანის ამონახსნისაკენ კრებადობა შესაბამის სივრცეებში და სათანადო პირობებში შეფასებულია მოდელირების ცდომილება.


მიმაგრებული ფაილები:

Abstract [en]
მოხსენების თეზისი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com