ავტორიზაცია
კლასიკური მოდელის ატომი-ველი კვანტური შესწორება
ავტორი: გიორგი მჭედლიშვილითანაავტორები: ა. უგულავა, ს.ჩხაიძე, ლ.ჭოტორლიშვილი
საკვანძო სიტყვები: არაწრფივი რეზონანსი, ზომიერი არაწრფივობა
ანოტაცია:
არწრფივად მერხევი სიტემა ცვლადებში ქმედება კუთხე ხასიათდება რხევის სხშირის დამოკიდებულებით ქმედებაზე . გარეშე პერიოდული ველის ზემოქმედების შედეგად სისტემაში შეიძლება დამყარდეს სტაციონარული არაწრფივი რეზონანსის რეჟიმი, რომლის დროსაც სისტემის ქმედების მნიშვნელობა უნდა აკმაყოფილებდეს რეზონანსის პირობას. კონკრეტული ფიზიკური ამოცანის პირობებში სისტემის ქმედების მნიშვნელობა შეიძლება იყოს კლასიკური სიდიდე, ხოლო მისი შესწორება კვანტური სიდიდე. ქმედების შესწორების დინამიკა ცხადია უნდა აღიწეროს კვანტური მოძრაობის განტოლებით. ზომიერი არაწრფივობის შემთხვევაში , კვანტური მდგომარების მდგომარეობის აღწერა ხორციელდება მათიე-შრედინგერის განტოლებით. მდგომარეობა, რომელიც ფორმირდება რეზონანსის მნიშვნელობაზე წარმოადგენს ოპერატორის საკუთარ მდგომარეობას, რომელიც არ კომუტირებს ჰამილტონის ოპერატორთან. თუ გავშლით საკუთარი მდგომარეობის ტალღურ ფუნქციებს ჰამილტონიანის საკუთარი ფუნქციებით მივიღებთ ენერგეტიკული დონეების დასახლებების ალბათობათა განაწილებას. მიღებული შედეგებიდა დგინდება , რომ დროის პერიოდებზე, რომლებიც ნაკლებია რელაქსაციის დროზე შესაძლებელია ინვერსიული დასახლებების მიღება