ავტორიზაცია
აზოტის ოქსიდი და მისი როლი კარდიოვასკულარული სისტემის დაავადებებში
ავტორი: ნატალია დაჩანიძესაკვანძო სიტყვები: აზოტის ოქსიდი, ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია, ათეროსკლეროზი
ანოტაცია:
აზოტის ოქსიდი არის წამყვანი სასიგნალო მოლეკულა კარდიოვასკულარულ სისტემაში. წარმოადგენს ხსნადი გაზს, რომელიც სინთეზირდება ენდოთელიუმის მიერ. გაანჩნია ფართო სპექტრის ბიოლოგიური თვისებები, რომელიც გულისხმობს სისხლძარღვთა ჰომეოსტაზის შენაჩუნებას, მათ შორის ტონების გახანგრძლივების მოდულაციას, ლოკალურად არეგულირებს უჯრედების ზრდას,იცავს სისხლძარღვის კედლებს თრომბოციტების მავნე ზემოქმედებისგან. ისეთი დაავადებები როგორიცაა ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია ასოცირებულია არტერიის კედლებში აზოტის ოქსიდის შემცირებულ გამოთავისუფლებასთან, რაც თავის მხრივ გამოწვეულია NO-ს სინთეზის შეფერხებით ან ჭარბი ოქსიდაციური პროცესებით. აზოტის ოქსიდის ბიოქატიურობის შემცირებამ შეიძება გამოიწვიოს კორონარების კონსტრიქცია ფისიქიკური სტრესის პირობებში და მოახდინოს მიოკარდიუმის იშემიის პროვოცირება დაზიანებული კორონარული არტერიების მქონე პაციენტებში.გარდა ამისა, აზოტის ოქსიდის ბიოაქტიურობის შემცირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლძარღვთა ანთებითი პროცესების განვითარებას,რომელიც თავის მხრივ იწვევს ოქსიდაციური პორცესების ინტენსიფიკაციას,ქაფიანი უჯრედების წარმოქმნას და ხდება პრეკურსორი ათეროსკლეროზული ფოლაქის ჩამოყალიბებაში.
მიმაგრებული ფაილები:
Nitric oxide and it's role in cardiovascular disease [en]