ავტორიზაცია
მენინგიკოკის OxyR-ის ჰომოლოგიური მოდელირება
ავტორი: შორენა უკლებათანაავტორები: შორენა უკლება
საკვანძო სიტყვები: OxyR, მენინგოკოკი, ოქსიდაციურო სტრესი, ტრანსკრიფციული რეგულატორი
ანოტაცია:
ოქსიდატიური სტრესს განიცდის ყველა ორგანიზმი დედამიწაზე. შიდაუჯრედულ დონეზე აქტიური რადიკალები იწვევენ ჟანგვითი ჰომეოსტაზის დარღვევას, რის გამოც უჯრედი ზიანდება და ვითარდება სხვადასხვა დეგენერაციული დაავადებები. ამიტომაც, ევოლუციურად ორგანიზმა გამოიმუშავა დამცველობითი სისტემები, რომლებიც განაპირობებენ აქტიური რადიკალების განუვლებელყოფას. უჯრედის მემბრანას გააჩნია სპეციფიური ცილები, რომლებიც აქტივირდებიან რადიკალების განუვლებელყოფისთვის. ამ ცილების სინთეზს განაპირობებენ ტრანსკრიფციული რეგულატორები. ერთ ერთ ასეთ რეგულატორს წარმოადგენს OxyR-ი, რომელიც შედგება ორი დომენისგან ამინო–ტერმინალისგან (DBD) და რეგულატორული დომენის (RD) კარბოქსილ–ტერმინალისგან. რეგულატორული დომენი შეიცავს აქტიური რედიკალების მიმართ მგრძნობიარე ცისტეინს. ამ ცისტეინის აქტიური საიტების დაჟანგვა იწვევს ანტიოქსიდანტების სინთეზის აქტივაციას. ტრანსკრიფციული რეგულატორი OxyR–ი არეგულირებს ოქსიდაციურ სტრესზე პასუხს ჟანგვა–აღდგენითი დისულფიდური გადართვით. ცნობილია, რომ E. coli OxyR–ში C199–C208 დისულფიდური მარყუჟის წარმოქმნა იწვევს კონფიგურაციულ ცვლილებას დიმერში. E. Coli–ის, P. Gingivalis–ის და აღდგენილი N. Meningitidis–ის OxyR–ზე დაყრდნობით მოვახდინეთ დაჟანგული N.M OxyR–ის ჰომოლოგიური მოდელირება. დაჟანგული N. M OxyR–ის აღდგენილ N.M OxyR–თან შედარებამ აჩვენა, რომ დისულფიდური მარყუჟის წარმოქმნა არ იწვევს დიმერში კონფიგურაციულ ცვლილებას, რადგან მას გააჩნია დამატებითი 5 ამინოჟავა 215 პოზიციაზე E. coli OxyR–ისგან განსხვავებით.