ka | en
Company Slogan TODO

გრიგალური "ბუშტუკების" ფორმირება რელატივისტურ ელექტრონ-პოზიტრონულ პლაზმაში

ავტორი: ნანა შათაშვილი
თანაავტორები: ვ.ი. ბერეჟიანი, ს.მ. მაჰაჯანი, ბ.ნ. ალექსიჩი
საკვანძო სიტყვები: დელოკალიზებული გრიგალური სოლიტონი, რელატივსიტური წყვილი პლაზმა, გაჯერებადი არაწრფივობა
ანოტაცია:

ნაჩვენებია, რომ დელოკალიზებული გრიგალური სოლიტონები რელატივისტურ წყვილ (ელექტრონ-პოზიტრონულ) პლაზმაში მცირე ტემპერატურული ასიმეტრიით არამდგრადია ფონური ელექტრომაგნიტური (ემ) ველის შუალედური ინტენსივობებისათვის. არამდგრადობა იწვევს მუდმივად გაფართოვებადი კავიტირებადი „ბუშტუკები“-ს (Bubbles) გენერაციას, რომლებშიც ელექტრომაგნიტური ველი ნულის ტოლია; თუმცა ამ ფორმირებების გულში პლაზმის სიმკვრივე და ტემპერატურა მცირედი მაინც რჩება. ასეთი ემ ბუშტუკების არსებობა დემონსტრირებულია ჰიდროდინამიკური ანალოგიიდან გამომდინარე თვისობრივ არგუმენტებზე დაყრდნობით, და ასევე ე.წ. „სატურაციული არაწრფივობის“ შემცავი არაწრფივი შრედინგერის განტოლების რიცხვითი ამონახსნებით. ასეთი ემ ბუშტუკების ფორმირება საკმაოდ საინტერესოა რეგულარული სტრუქტურების ფორმირების ასახსნელად კოსმოსურ/ასტროფიზიკურ პირობებში, და ასევე წყვილი პლაზმებისათვის, რომლებიც მოსალოდნელია რომ ხელმისაწვდომი იქნება ლაბორატორიულ პირობებშიც.


მიმაგრებული ფაილები:

Vortex bubble formation in relativistic electron-positron plasmas [en]
გრიგალური [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com