ka | en
Company Slogan TODO

მიკრორაოდენობა სულფატების განსაზღვრის ტურბიდიმეტრული მეთოდი ბორჯომის მინერალური წყლის ფალსიფიცირების დასადგენად

ავტორი: ნინო თაყაიშვილი
თანაავტორები: გურამ სუპატაშვილი
საკვანძო სიტყვები: სულფატები, ტურბიდიმეტრული მეთოდი, ბორჯომის მინერალური წყალი
ანოტაცია:

მიკრორაოდენობა სულფატების განსაზღვრის ტურბიდიმეტრული მეთოდი წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ბორჯომის მინერალური წყლის ფალსიფიცირების დასადგენად. ”ბორჯომის” ფალსიფიცირების ყველაზე გავრცელებული ხერხია ჩვეულებრივ სასმელ წყლებში ზოგიერთი კომპონენტის (NaHCO3, NaCl, CO2 და სხვა) შეტანა. ფალსიფიცირებული ბორჯომის წყლის იდენტიფიკაციის რამდენიმე ვარიანტია ( მიკრო-კომპონენტების განსაზღვრა, სრული ანალიზი), რაც შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ამ მიზნით საკონტროლო კომპონენტად შეიძლება გამოვიყენოთ სულფატიონი. არჩევანი იმითაც არის გამართლებული, რომ SO42--ის შემცველობის ხელოვნური დარეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია. კარბონატული კლასის მინერალურ წყლებში SO42--ის განსასაზღვრავად 100,0 მლ სინჯს წინასწარ ანეიტრალებენ 1:1 HCl-ით, აცხელებენ ადუღებამდე CO2 -ის მოსაცილებლად, აცივებენ, ავსებენ 100,0 მლ-მდე და ალიქვოტში (5,0 მლ) SO42--ს საზღვრავენ ტურბიდიმეტრულად. დამლექავი რეაგენტის შედგენილობაში შესაძლოა ზედაპირულად აქტიური ნივთიერების (სინთანოლ DC-10) შეტანაც, რომელიც 30-50%-ით ზრდის BaSO4-ის სუსპენზიის ოპტიკურ სიმკვრივეს. ბორჯომის წყლის სტანდარტით SO42--ის კონცენტრაცია < 10 მგ/ლ-ზე (ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 მგ/ლ-ს). ფალსიფიცირებულ სინჯებში კი, თუ იგი დამზადებულია სასმელი წყლიდან (ნატახტარი და სხვა), SO42--ის კონცენტრაცია მეტია 20-30 მგ/ლ-ზე.


მიმაგრებული ფაილები:

Turbidimetric method of determination of sulfates’ microquantity to ascertain a falsification of Borjomi mineral water [en]
მიკრორაოდენობა სულფატების განსაზღვრის ტურბიდიმეტრული მეთოდი ბორჯომის მინერალური წყლის ფალსიფიცირების დასადგენად [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com