ავტორიზაცია
საშვილოსნოს ტანის სიმსივნეებით დაავადებული ქალების სისხლში სასქესო და არასასქესო ჰორმონებისა და სისხლის ABO სისტემის ფენოტიპური ჯგუფების გავრცელების თავისებურებანი აჭარის პოპულაციაში
ავტორი: ნანული კოტრიკაძეთანაავტორები: ი. ნაკაშიძე, ლ. რამიშვილი,
საკვანძო სიტყვები: საშვილოსნოს ტანის სიმსივნეები, ჰორმონები
ანოტაცია:
შესწავლილ იქნა აჭარის პოპულაციაში რეპროდუქციული, მენოპაუზისა და პოსტმენოპაუზის ასაკის, საშვილოსნოს ტანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული ქალების ჰორმონალური სტატუსი: სასქესო სტეროიდული ჰორმონები - პროგესტერონი (P), ესტრადიოლი (E), ტესტოსტერონი (T) და არასასქესო-გონადოტროპული მალუთეინიზებელი (LH) და ფოლიკულმასტიმულირებელი (FSH) ჰორმონების რაოდენობრივი ცვლილება. ასევე შესწავლილ იქნა სისხლის ABO სისტემის ფენოტიპური ჯგუფების გავრცელების თავისებურებანი და მათი კავშირი საშვილოსნოს ტანის სიმსივნეების განვითარებასთან. გამოვლენილ იქნა აჭარის პოპულაციაში რეპროდუქციული, მენოპაუზისა და პოსტმენოპაუზის ასაკის, საშვილოსნოს ტანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული ქალების სისხლში სასქესო სტეროიდული ჰორმონების ესტრადი¬ოლის და ტესტოსტერონის რაოდენობის მატება პროგესტერონის შემცი¬რების ფონზე. დაფიქსირებულ იქნა ასევე გონადოტროპული-მალუთეინიზე¬ბელი (LH) და ფოლი¬კულმასტი¬მული¬რებელი (FSH)- ჰორმონების რაოდენობის კლება. გამოვლენილ იქნა აჭარის პოპულაციაში, როგორც საკონტროლო ჯგუფში, ასევე საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ქალების სისხლის ABO სისტემის ოთხივე ფენოტიპური ჯგუფი O(I), A(II), B(III), AB(IV). რეპროდუქციული ასაკის საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ქალების სისხლში, ABO სისტემის ფენოტიპური ჯგუფებიდან მაღალი გავრცელების სიხშირით ხასიათდებოდა A(II) ჯგუფი, ხოლო მენოპა¬უზისა და პოსტმენოპაუზის ასაკის ქალების სისხლში კი O(I) ფენოტიპური ჯგუფი. აჭარის პოპულაციაში, რეპროდუქციული და მენოპა¬უზის AB(IV) და პოსტმენოპაუზის ასაკის B(III) ფენოტიპური ჯგუფის მატარებელი ქალები საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ნაკლები რისკის მატარებლები უნდა იყვნენ.