ka | en
Company Slogan TODO

გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ოპერატორები და სქემები ფაზი – განუზღვრელ გარემოში

ავტორი: გვანცა წულაია
საკვანძო სიტყვები: ფაზი–განუზღვრელობის ზომები; აგრეგირების OWA-ს ტიპის ოპერატორები; ფაზი - გადაწყვეტილების მიღების მეთო
ანოტაცია:

დღევანდელ დღეს გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ინსტრუმენტებიდან გამორჩეულია ე.წ. OWA-ს ტიპის ოპერატორები, რომლებიც კლასიკურ ვარიანტში აგრეგირებას უკეთებენ ობიექტურ განუზღვრელ, ალბათურ გარემოს. ჩვენს მიერ განვითარდება OWA-ს ტიპის ახალი განზოგადოებები, როდესაც განუზღვრელობის და უზუსტობის პოლუსები წარმოდგენილი იქნება ფაზი-გარემოში. როგორიცაა: ფაზი-უზუსტობების შემთხვევა, რაც გულისხმობს მონაცემების წარმოდგენას ფაზი-სამკუთხა ან ფაზი-ტრაპეციულ რიცხვებში. ფაზი-განუზღვრელობის პოლუსი კი წარმოდგენილი იქნება ისეთი მონოტონური (ფაზი) ზომებით, როგორიცაა: შესაძლებლობის ზომა, დემპსტერ-შეიფერის ნდობის სტრუქტურა, სუჯენოს λ ზომა და ა.შ. შესწავლილი იქნება გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ოპერატორები. შესწავლილი იქნება როგორც გასული წლების ასევე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა. აქცენტი გაკეთებული იქნება OWA-ს ტიპის აგრეგირების ოპერატორზე და მათ განზოგადოებებზე განუზღვრელ გარემოში, როდესაც საექსპერტო ინფორმაციის უზუსტობა წარმოდგენილი იქნება ფაზი-სიდიდეებით, ხოლო განუზღვრელობის ზომად კი აღებული იქნება მონოტონური ფაზი ზომები. აგებული იქნება OWA-ს ტიპის აგრეგირების ოპერატორების ისეთი ინფორმაციული ზომები, როგორიცაა ORNESS, BALANS, DEV, ENT და სხვა. შესწავლილი იქნება მათი ანალიზური თვისებები და გამოიყოფა მათი გამოყენებების ასპექტები. შექმნილი იქნება გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური პროგრამული პროდუქტი ორიენტირებული სტრატეგიული მენეჯმენტის პრობლემატიკის ამოცანებზე განუზღვრელ გარემოში. სისტემის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები დაფუძნებული იქნება ჩვენს მიერ შესწავლილი OWA-ს ტიპის განზოგადოებული ოპერატორების ანალიზისა და სინთეზის ამოცანებზე. ნაშრომი შექმნილია სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის სასემინარო კრედიტების მოპოვების მიზნით. განიხილება სადოქტორო პროექტის შესავალი ნაწილის პრობლემატიკის მიმოხილვითი საკითხები (კვლევის საწყისი ძირითადი ეტაპები), ისეთ საბაზისო საკითხებზე როგორიცაა: ფაზი-სიმრავლეები, ოპერაციები ფაზი-სიმრავლეებზე, ფაზი–რიცხვები, ფაზი-ოპერატორები, ფაზი-მიმართებები, ფაზი-ლოგიკური დასკვნის წესები; დემპსტერ–შეიფერის ტემპორალიზებული ნდობის სტრუქტურა; მრავალჯერადი ატრიბუტული გადაწყვეტილების მიღების სისტემები (MADM-ის ამოცანა); მიმდინარე კვლევის შედეგს ძირითადად წარმოადგენს MADM-ის მეთოდოლოგიის მიმოხილვა ფაზი-განუზღვრელ გარემოში. საილუსტრაციოდ წარმოდგენილია MADM-ის ერთი ამოცანა.


მიმაგრებული ფაილები:

Abstract [en]
აბსტრაქტი [ka]
გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ოპერატორები და სქემები ფაზი – განუზღვრელ გარემოში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com