ka | en
Company Slogan TODO

მელატონინის რაოდენობრვი ცვლილებები და გულის კუნთის უჯრედების ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობა

ავტორი: ნატალია დაჩანიძე
თანაავტორები: გიორგი ბურჯანაძე,ქეთევან მენაბდე,ნანა კოშორიძე
საკვანძო სიტყვები: სტრესი, მელატონინი, გულის კუნთის უჯრედები
ანოტაცია:

შესწავლილია მელატონინის რაოდენობრივი ცვლილებების ფონზე ხანგრძლივი იზოლირებით გამოწვეული ქორნიკული სტრესის გავლენა ვირთაგვის გულის კუნთის უჯრედების ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვისა ინტენსივობასა და ანტიოქსიდანტურ სისტემის აქტივობაზე. დასმული ამოცანის გადასაწყვეტად ცდები ტარდებოდა ცხოველების 6 ჯგუფზე: I 30 დღიანი სიბნელის პირობები ჯგუფურად; II 30 დღიანი სიბნელის პირობები იზოლირებულად; III 30 დღიანი მუდმივი განათების პირობები ჯგუფურად; IV 30 დღიანი მუდმივი განათების პირობები იზოლირებულად; V კონტროლი (ჯგუფურად); VI კონტროლი (იზოლირებულად). მიღებული მონაცემებით მტკიცდება, რომ მელატონინის, როგორც ანტიოქსიდანტური თვისების მქონე ენდოგენური ნაერთის სიჭარბის პირობებში, ცხოველებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ჯგუფურად, ადგილი არ აქვს ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობის სარწმუნო ცვლილებას საკონტროლო ცხოველებთან შედარებით. ცვლილებები აღინიშნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში , როცა საკვლევი ცხოველები ხანგრლივი (30 დღე) სიბნელის პირობებში იმყოფებოდნენ იზოლირებულად. ანალოგიური მონაცემები იქნა მიღებული იმ ჯგუფის ცხოველების გულის კუნთის უჯრედების კვლევისას, რომლებიც ხანგრძლივი დროით (30 დღე) იმყოფებოდნენ სინათლის პირობებში და ჰორმონალური კვლევისას აღენიშნათ სისხლში მელატონინის რაოდენობრივი კლება. დადგინდა, რომ პირველი და მეორე ჯგუფების ცხოველების ანალოგიურად, ანტიოქსიდანტური სისტემის მესამე და მეოთხე ჯგუფის ცხოველებში არასაწრმუნო მგრძლობელობას ამჟღავნებს საკონტროლო ჯგუფის ცხოველებთან შედარებით. ამრიგად, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ გულის კუნთის უჯრედების ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობა მეტ მგრძლობელობას ამჟღავნებს ინდივიდების იზოლირებით გამოწვეული სტრესის მიმართ და ნაკლებად მგრძნობიარეა სისხლში მელატონინის რაოდენობრივი ცვლილებებისადმი.


მიმაგრებული ფაილები:

Melatonin quantitative changes and antioxidant system activity of heart muscle cells [en]
მელატონინის რაოდენობრვი ცვლილებები და გულის კუნთის უჯრედების ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com