ka | en
Company Slogan TODO

სოფელი აიბგა XIX-XX საუკუნეების კარტოგრაფიული წყაროების მიხედვით

ავტორი: დალი ნიკოლაიშვილი
თანაავტორები: რევაზ თოლორდავა, ლალი ქუთათელაძე
საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო საზღვარი, სოფელი აიბგა
ანოტაცია:

სოფელი აიბგა XIX-XX საუკუნეების კარტოგრაფიული წყაროების მიხედვით დალი ნიკოლაიშვილია, რევაზ თოლორდავაბ ელ–ფოსტა: dali.nikolaishvili@tsu.ge ა გეოგრაფიის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი, ჭავჭავაძის გამხ. 3, თსუ II კორპუსი ბ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის დეპარტამენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 9. მოცემულ ნაშრომში განხილულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური მონაკვეთის (აიბგის მონაკვეთის) ისტორიული ტრანსფორმაციების გეოგრა¬ფი¬ულ–კარტომეტრიული საკითხები. კვლევა ეფუძნება XIX-XX საუკუნეების კარტოგრაფიული წყა¬როებს. პრობლემას ქმნის ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იგი არ არის დელი¬მი¬ტი¬რე¬ბუ¬ლი და დემარკირებული, ამასთან მდებარეობს ქვეყნის არაკონტოლირებად ტერიტორიაზე – აფ¬ხა¬ზეთში (მდ. ფსოუს ზემო წელში, გაგრის რაიონში). იგი დღესაც რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის მთავრობებს შორის სადავო ტერიტორიადაა მიჩნეული. კვლევის მიზანია სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთის ისტორიული ტრანსფორ¬მა¬ცი¬ე-ბის დადგენა და მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილებების XIX-XX საუკუნეების კარტო¬გრა-ფი¬ულ წყაროებში ასახვის შესაბამისობის გამოვლენა. კარტოგრაფიული წყაროების გარდა, კვლევა ეფუძნება გეოგრაფიულ, სტატისტიკურ, ისტორიულ, ტერიტორიული მოწყობის, მოსახლეობის აღწერების, ნორმატიულ, მასმედიის და სხვა სახის მასალებს. კარტოგრაფიული წყაროებიდან გამოყენებულია ძველი ისტორიული (მათ შო¬რის ე.წ. "ვერსიანი"), ტოპოგრა¬ფი¬უ-ლი, Google Earth–ის, სატყეო სხვადასხვა მასშტაბის რუკები. კვლევის ობიექტი სოფელი აიბგა მდებარეობს მდ. ფსოუს ზემო წელში, მის ორივე ნა¬პი-რას და მოიცავს 5 უბანს. აქედან 3 უბანი მდებარეობს საქარტველოს მხარესა, ხოლო 2 უბანი – რუ¬სეთის მხარესაა მოქცეული. განაშენიანების საერთო ფართობი დაახლეობით 16 ათასი ჰექ¬ტა-რია. კვლევის შედეგად დადგინდა ის ძირითადი გამაპირობებელი ფაქტორები, რამაც განსაზღვრეს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთის ისტორიული ცვლილებები და გამოვლინდა ამ ცვლილებების მაღალი სიხშირე. ამ ფაქტორთა შორის უმნიშვნელოვანესია ცვალებადი პოლიტიკური სიტუაციები XIX-XX საუკუნეების მანძილზე, არასამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ისტორიული ფაქტებისა და დოკუმენტების არასწორი ინტერპრეტაციები დ ა.შ. ამასთან გამოვლინდა, რომ ზოგიერთ სამთავრობო დად¬გე¬ნი¬ლე¬ბებით გათვალისწინებული კორექტივები სახელმწიფო საზღვართან მიმართებაში, ადეკ¬ვა¬ტუ¬რად არ აისახებოდა კარტოგრაფიულ წყაროებში, სოფელ აიბგის "ქართული მხარის" ნაწილში მცხოვ-რებლები და თვით სოფელიც არ იყო აღრიცხული მრავალი წლის მანძილზე ტერი¬ტო¬რი¬უ¬ლი მოწყობისა და მოსახლეობის აღწერების არცერთ წყაროში, რის შედეგადაც ეს წყაროები და აქე-დან გამომდინარე, სამეცნიერო ნაშრომებიც ვერ ასახავენ რეალურად არსებულ სიტუაციას. ამრი¬გად, ტერმინი "ყოფილი სოფელი აიბგა", რომელიც ფართოდ იყო დამკვიდ¬რე¬ბუ¬ლი სამეც-ნი¬ერო გეოგრაფიულ ლიტერატურაში, არ არის მართებული.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com