ka | en
Company Slogan TODO

გენომის ეპიგენეტიკური ცვალებადობა ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევაში

ავტორი: თეიმურაზ ლეჟავა
თანაავტორები: თინათინ ჯოხაძე
ანოტაცია:

აღნიშნული შრომის მიზანს წარმოადგენს გენომის სტაბილობისა და ქრომატინზე ბიორეგულატორ ეპიტალონის ( Ala-Glu- Asp- Gly ) მოდიფიკატორული მოქმედების შესწავლა ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულებში. გენომის ერთ–ერთი მიშვნელოვან პარამეტრს უჯრედთა პათოლოგიის მდგომარეობის დადგენისათვის წარმოადგენს შვილეულ ქრომატიდთაშორისი გაცვლები (შქგ). შედეგების ანალიზი მიუთითებს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა ინტაქტურ კულტურებში შქგ–ს სიხშირე საგრძნობლად არის გაზრდილი (9.23 ± 0.51 შქგ/ უჯრედზე) ინტაქტურ ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით (6,42 ± 0.50 შქგ/ უჯრედზე). ტუბერკულოზით დაავადებულ ავადმყოფთა უჯრედებში აღინიშნება შქგ–ს სიხშირის ზრდა ქრომოსომათა ცენტრომერულ და ტელომერულ უბნებში და, ამავდროულად, მკვეთრი კლება მედიალურ უბნებში (ინტაქტურ ჯანმრთელ ინდივიდთა უჯრედებში აღრიცხულ შქგ–ს დაახლოებით 90% ლოკალიზირდება მედიალურ უბანში). ბიორეგულატორ ეპიტალონის მოქმედებით ავადმყოფთა უჯრედებში შქგ–ს სიხშირე მცირდებოდა საკონტროლო მაჩვენებლებამდე, შქგ–ს სიგრძივი განაწილება ქრომოსომებზე კი რჩებოდა თითქმის შეუცვლელი. მიღებულ შედეგებს გააჩნიათ პრევენციული მნიშვნელობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com