ka | en
Company Slogan TODO

იზოლირება, როგორც ოქსიდაციური სტრესის გამომწვევი ფაქტორი

ავტორი: გიორგი ბურჯანაძე
თანაავტორები: გიორგი ბურჯანაძე, ნატალია დაჩანიძე
საკვანძო სიტყვები: სტრესი, თავის ტვინი, მელატონინი, ანტიოქსიდანტური სისტემა, იზოლაცია, დღე-ღამური რიტმი
ანოტაცია:

ჩვენი ადრინდელი კვლევებით ნაჩვენები იქნა, რომ ინდივიდის იზოლირება და პარალელურად, დღე-ღამური რიტმის დარღვევა წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ ფაქტორს, რომელიც იწვევს სისხლში სტრეს-ჰორმონების (სეროტონინი, კორტიკოსტერონი) და მელატონინის რაოდენობრივ ცვლილებას და თავის ტვინის უჯრედებში ოქსიდაციური პროცესების განვითარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ მელატონინი წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ ენდოგენურ ანტიოქსიდანტს, საჭირო გახდა იმის გარკვევა, თუ რომელი გარეგანი ფაქტორი წარმოადგენს სტიმულს თავის ტვინის ქსოვილში ოქსიდაციური პროცესების ინიცირებისათვის. ამისათვის ექსპერიმენტები ტარდებოდა ლაბორატორიულ ვირთაგვებზე, რომლებიც დაყოფილი იყვნენ 3 ჯგუფად: I. ინდივიდის 30-დღიანი იზოლირება სიბნელის პირობებში II. ინდივიდების ჯგუფურად განთავსება სიბნელის პირობებში (30 დღე) III. კონტროლი მიღებული მონაცემებიდან იკვეთება, რომ ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობა და ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების რაოდენობრივი მატება აღინიშნება I ჯგუფის ცხოველების (ხანგრძლივი იზოლირება და სიბნელე) თავის ტვინის ქსოვილში. ამდენად, ჩვენ მიერ მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ფსიქო-ემოციური სტრესი, რომელიც გამოწვეულია ინდივიდების ხანგრძლივი იზოლირებით, წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ გარეგან სტრეს-ფაქტორს, რომელიც თავის მხრივ ოქსიდაციური სტრესის წარმოქმნისა და მისი შემდგომი განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com