ka | en
Company Slogan TODO

შაორის ქვაბულის კარსტი და მათი თავისებურებანი

ავტორი: ასანიძე ლაშა
საკვანძო სიტყვები: კარსტული მღვიმეები, სპელეოლოგია
ანოტაცია:

საქართველოს ტერიტორია მრავალფეროვანი, რთული ბუნებრივი პირობებით და რელიეფით ხასიათდება. ბუნების მრავალფეროვნებასა და სირთულეში მნიშვნელოვანი როლი კარსტულ მოვლენებსაც ეკუთვნით. საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ კლასიკურ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვან ფართობს (4475-კმ2-ს) კარსტვადი (წყალში შედარებით ადვილად ხსნადი) ქანები მოიცავს. საქართველოს ფარგლებში კარსტული მოვლენები უმთავრესად ვრცელდება კავკასიონის სამხრეთ ფერდობის გასწვრივ, მდ. ფსოუდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ერწოს ტბის მიდამოებამდე 325 კმ-მანძილზე. კარსტული მოვლენების ინტენსივობითა და ფართო გავრცელებით ხასიათდება როგორც დასავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარი, ასევე საშუალომთისა და მაღალმთის ზონები. კარსტულ მღვიმეთა სიუხვე და მიწისქვეშა დარბაზების მრავალფეროვნება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური და გეოტექტონიკური აგებულებით, კერძოდ ცარცული კირქვების საკმაოდ ფართო გავრცელებით დასავლეთ საქართველოს კარსტულ რეგიონებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com