ავტორიზაცია
არამკაფიო ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება აპლიკანტის ხასიათის გამოცნობისათვის
ავტორი: თეიმურაზი მანჯაფარაშვილისაკვანძო სიტყვები: აპლიკანტის ხასიათი, არამკაფიო ტექნოლოგიები, e-სწავლება
ანოტაცია:
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ერთ-ერთი ამოცანაა თრეინინგის პროცესის ინტენსიფიკაცია, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას ICTE-ის სხვადასვა და წარმატებული ინსტრუმენტების გამოყენებით. ინფორმაციულმა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა დრამატულად შეცვალა ცოდნის გავრცელების პროცესი. დღეისათვის სულ უფრო მეტად ხდება საკლასო ოთახის ტრადიციული სწავლის პროცესის გადასვლა ონლაინ თრეინინგზე. თუმცა ხშირად არ ექცევა ყურადღება იმას, რომ ადამიანებს ინფორმაციის სხვადასხვა აღქმა გააჩნიათ. ეს განსხვავება არა მარტო ვიზუალური ან სმენითია, არამედ უკავშირდება აგრეთვე სასწავლო ნივთების ფერსა და პრეზენტაციის სიჩქარეს. e-სწავლის სისტემების პოულარობა დღითიდღე იზრდება და სულ უფრო მეტი მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას დროისა და ფინანსური რესურსების დამზოგავ ეფექტურობაზე. ამის მისაღწევად კი საჭიროა თრეინინგის/წვრთნის სცენარის მორგება თითოეულ მოსწავლე-სტაჟიორზე. თრეინინგის სიტემამ უნდა გაითვალიწინოს მოსწავლის-სტაჟიორის ტემპერამენტისა და ხასიათისა ტიპი. ზოგადად, ეს ტექნოლოგია აპლიკანტის თრეინინგს განიხილავს მისი აღქმის ინდივიდულობასთან შესაბამისობის კუთხით. მოცემული ნაშრომის მიზანია შეიქმნას პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება აპლიკანტის (განმცხადებლის) ტემპერამენტის ტიპისა და აღქმის ხერხის განსაზღვრა აპლიკანტის გამოკითხვით მიღებული ინფორმაციის დამუშავებით. ინფორმაციის სპეციფიურობის, არასიზუსტისა და განუზღვრელობის გამო მისი დამუშავებისათვის გამოიყენება თანამედროვე არამკაფიო ინფორმაციული ტექნოლოგიები.