ka | en
Company Slogan TODO

ბუნების სტიქიური პროცესების შეფასება ცივ-გომბორის ქედის ფარგლებში

ავტორი: თინათინ ნანობაშვილი
საკვანძო სიტყვები: ეროზიულ-ღვარცოფული და მეწყრულ-გრავიტაციული პროცესები, მიწისძვრები, ცივ-გომბორის ქედის მორფოსტრუქტურა.
ანოტაცია:

ცივ-გომბორის ქედი გეოლოგიური აგებულებით, ტექტონიკური მოძრაობით, რელიეფის სიახალგაზრდავით და თანამედროვე გეოდინამიკური პროცესების გავრცელებით უნიკალურ მოდელად გვევლინება არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. იგი წარმოადგენს მდინარეების: იორისა და ალაზნის წყალგამყოფს, სტრუქტურულად კავკასიონის სამხრეთი ფერდობის შარიაჟის რელიქტია, რთული ბლოკური აზევებაა ტიპური ბედლენდური რელიეფით, რომელიც აგებულია ცარცული კირქვებით, კონგლომერატებით, ტუფობრექჩიებით და მიო-პლიოცენური ასაკის მოლასებით. ჩვეულებრივ ცივ-გომბორის მორფოსტრუქტურის ფარგლებში ეროზიულ-ღვარცოფული და მეწყრულ-გრავიტაციული პროცესები იმდენად ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ თითქმის არ რჩება მათგან ხელშეუხებელი ფართობი. ახალგაზრდა მოლასურ ნალექებში (ფხვიერი კონგლომერატების დომინირება თიხნარების შუაშრეებით) ღვარცოფების ყოველწლიურ ტრანსფორმაციას თითქმის არ ჭირდება წინასწარი მომზადება და ხშირად წელიწადში მრავალჯერადი განმეორებედობა ახასიათებს, რაც დიდ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, საირიგაციო არხებს და საავტომობილო გზებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com