ka | en
ავტორიზაცია

აგრეგირების OWA–ს ტიპის ოპერატორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური სისტემის კვლევის სტრუქტურა და ტექნოლოგიური პერსპექტივები
ავტორი: არჩილ ვარშანიძეანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია საექსპერტო ცოდნის აგრეგირებისა და გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური სისტემის რეალიზაცია, რომელიც დაფუძნებულია OWA-ს ტიპის აგრეგირების ოპერატორებზე. განიხილება შემთხვევა, როდესაც სისტემაში შემავალი მონაცემები საექსპერტო ბუნებისაა და ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ექსპერტი და მისი ცოდნა. ცოდნის ინჟინერიის რეალიზაციის ალგორითმებად გამოყენებულია ცნობილი სპეციალისტების - რ.იაგერის, მ. მეიჟიოს და სხვათა კვლევები. ნაშრომი შემდეგი მიმართულებით შეიძლება იქნეს განხილული : OWA-ს ტიპის ოპერატორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური სისტემის არქიტექტურისა და დიზაინის უზრუნველყოფა, სამომხმარებლო გარემოს შექმნა.
მიმაგრებული ფაილები:
სემინარი [ka]