ka | en
ავტორიზაცია
კვლევები, ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზის მიმართლებით.
ავტორი: დავით ზურაბიშვილითანაავტორები: მედეა ლომიძე, თინათინ ბუკია, მარინა სოსელია, გიორგი ბუზალაძე, შოთა სამსონია
საკვანძო სიტყვები: ადამანტანი, სინთეზი, ბენზიმიდაზოლი, ნიტრირება, ადგენა ციკლიზაცია, შიფის ფუძეები
ანოტაცია:
დამუშავებულ იქნა 5(6)-ნიტრო-2-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლის სინთეზის მეთოდიკა. მიღებულია 5(6)-ამინო-2-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლი. შესწავლილია მისი ურთიერთქმედების რეაქციები ზოგიერთ კარბონმჟავათა ნაწარმებთან და ალდეჰიდებთან. მეტა-ამინოფენოლიდან სინთეზირებულ იქნა 5(6)-ჰიდროქსი-2-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლი. შესწავლილია მისი ნიტრირების, O- და N-ალკილირების რეაქციები. ამინობენზოის მჟავის ეთილის ეთერიდან მიღებულია 5(6)-ეთილკარბოქსი-2-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლი. სინთეზირებულია N-(1-ადამანტილ)კარბონილ-N’-ბენზილიდენ-ო-ფენილენდიამინები. სინთეზირებული რიგი ნაერთების აგებულება დადგენილია ი.წ, უ.ი, ბმრ, მასს სპექტრისა და ელემენტური ანალიზის მონაცემებით.