ka | en
Company Slogan TODO

ადამიანის წინამდებარე ჯირკვლი ს ქსოვილის სუბუჯრედულ ფრაქციებში გალექტინ-1-ის და გალექტინ-3-ის განაწილების ცვლილების დამოკიდებულება ჯირკვლის პათოგენეზზე

ავტორი: ელენე დავითაშვილი
თანაავტორები: ელენე დავითაშვილი, ნინო კვიწინაძე, ივეტა მეგრელიშვილი
საკვანძო სიტყვები: გალექტინები, პროსტატა, პათოლოგიები
ანოტაცია:

გალექტინები, ბეტა-გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინები ინტენსიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესში - ემბრიოგენეზში, ადჰეზიაში, პროლიფერაციაში, აპოპტოზში, ბაქტერიების კოლონიზაციაში, მრავალი პათოლოგიური პროცესის განვითარებაში, მათ შორის ონკოგენეზში. გალექტინების ფუნქციები მრავალფეროვანია და განსხვავებული, თითოეული წარმომადგენელი სპეციფიკურ თვისებებს ავლენს, რაც მათი მარკერებად გამოყენების საშუალებას იძლევა. ლიტერატურული მონაცემების თანახმად ადამიანის წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში იდენტიფიცირებული გალექტინებიდან მეტად მნიშვნელოვანია გალექტინ-1 და გალექტინ-3-ის ექსპრესიის ცვლილებას, ვინაიდან ისინი აქტიურად არიან ჩართული პროსტატას სიმსივნური გადაგვარების პროცესში. ეს ორი ბეტა-გალაქტოზიდ-დამაკავშირებელი ლექტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსივნეს პროგრესირებაში. თუმცა მონაცემები წინააღმდეგობრივია. გალექტინების სუბუჯრედული ლოკალიზაცია გარკვეულწილად განსაზღვრავს ლექტინის ფუნქციას და როლს. აღნიშნული გალექტინების ექსპრესიის ცვლილება და სუბუჯრედული განაწილება შესწავლილია ძირითადად კეთილთვისებიანი და ადენოკარცინომას დიაგნოზის მქონე ქსოვილის უჯრედებში და არ არის შესწავლილი იმ პათოლოგიური ფორმის ქსოვილებში, რომლებიც კარცინომას პრეკურსორს წარმოადგენენ. კვლევის მიზანს წარმოადგენს გალექტინ-1 და გალექტინ-3-ის განაწილების შესწავლა პროსტატას სხვადასხვა დიაგნოზის (კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ინტრაეპითელური ნეოპლაზია, ადენომატოზური ატიპიური ჰიპერპლაზია) პოსტ-ოპერაციული ქსოვილის სუბუჯრედულ ფრაქციებში (ციტოპლაზმა, მიტოქონდრია, პლაზმური მემბრანა, ბირთვი). გალ-1 დაქ გალ-3-ის იდენტიფიცირებას ვახდენდით იმუნობლოტინგით პირველადი მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით (სანტა კრუზი), შემდეგ - პეროქსიდაზათი მონიშნული მეორადი ანტისხეულებით. ვიზუალიზაციას ვახდენდით ქემინოლუმინესცენციური სუბსტრატით. შედეგს ვადარებდით კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დიაგნოზის ქსოვილის ფრაქციის მონაცემებს. რაოდენობრივ ცვლილებას ვაფასებდით კომპიუტერული პროგრამით (Lab Work Program) ელექტროფორეზული რეპლიკების ოპტიკური სიმკვრივის მაჩვენებლის მიხედვით (Areal Tool, Optical Density). სიმკვრივის მაჩვენებლების გადაანგარიშებას ვახდენდით ელექტროფორეზზე დატანილი სინჯის 1 მკგ ცილის რაოდენობაზე. კვლევის შედეგად გამოვლენილ იქნა, რომ ანტისხეულები ურთიერთქმედებენ 14 kD და 31kD მასის მქონე ცილებთან, რაც შეესაბამება გალ-1 და გალ-3-ს. თუმცა დაკავშირება არაერთგვაროვანი იყო. ტესტირებული პათოლოგიურ ფორმის ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიულ ფრაქციაში ვლინდება მხოლოდ გალ-3, პლაზმურ მემბრანაში - გალ-1, ბირთვის უხეშ მემბრანულ ფრაქციაში კი იდენტიფიცირებულია როგორც გალ-1, ისე გალ-3. მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ გალექტინების რაოდენობრივ ანალიზმა ქსოვილებში შესაძლოა განსაზღვროს პროსტატას ავთვისებიანი სიმსივნეს განვითარების რისკი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com