ka | en
Company Slogan TODO

ჰაიდელბერგცემენტის დედოფლისწყაროს კირქვის კარიერის დენდროფლორის მრავალფეროვნება და ეკოტოპოლოგია

ავტორი: შამილ შეთეკაური
საკვანძო სიტყვები: კირქვის კარიერი, დენდროფლორა, მიკროჰაბიტატები
ანოტაცია:

1.ქიზიყის ისტორიულ-გეოგრაფიულ რაიონში ძირითადად გავრცელებულია არიდული ტყეები, ფრიგანოიდული მცენარეულობი, სტეპები,მთისწინეთის ფოთლოვანი ტყის, ჭალის ტყისა, დამლაშებული მდელოები და ჰიგროფილური მცენარეულობა. 2. კარიერის მიდამოებში გავრცელებულია ხეების და ბუჩქების 39 სახეობა, 31 გვარი და 16 ოჯახი. წამყვანი ოჯახებია ვარდისებრნი 7 გვარით (Cerasus, Cotoneaster, Crataegus, Malus, Mespilus, Prunus, Pyrus, Rubus, Rosa) და 12 სახეობით და ცხრატყავასებრნი 2 გვარითა და 4 სახეობით. 3. ცენოზური თვალსაზრისით მნშვნელოვანია- Paleurus spina-christi, Carpinus orientalis, Crataegus pentagyna, Crataegus kyrtostylla, Cornus mas, Swida australis. 4. გეოგრაფიული ელემენტების სპექტრში წარმოდგენილა სხვადასხვა ფლორისტული ცენტრების სახეობები: ევროპულ-ხმელტაშუაძღვის აუზის (7 სახეობა), კავლასიურ- წინააზიური (3), ევროპული, მელთაშუაზღვის აუზის, მელთაშუაზღვის აუზი- წინა აზიის, პალეარქტიკული (ორ-ორი სახეობით), კავკასია-მელთაშუაზღვის აუზის, მელთაშუაზღვის აუზის-ევროპულ- წინა აზიური (თითო სახეობით). გეოგრაფიული ელემენტების ამგვარი მრავალფეროვნება დენდროფლორის სახეობრივი მრავალფეროვნების ინდიკატორია. 5. დედოფლის წყაროს კირქვის კარიერის მიდამოებში ჩვენს მიერ აღირიცხა 6 მიკრო ჰაბიტატი: 1ტყის ჰაბიტატი 2. ბუჩქნარების ჰაბიტატი. 3. ტყე-ბუჩქნარის ჰაბიტატი. 4. მდელოს ჰაბიტატი 5. კირქვიანი ნაშალების ჰაბიტატი 6. კირქვიანი კლდეების ჰაბიტატი 7. კირქვიანი კლდე-ნაშალების ჰაბიტატი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com