ავტორიზაცია
ბაქტერიოფაგების ბაქტერიებთან ურთიერთქმედების ადრეული ეტაპები
ავტორი: ნინო თურქაძეთანაავტორები: თამაზ მძინარაშვილი
საკვანძო სიტყვები: T4 ბაქტეროფაგი, დნმ-ის რენატურაცია, მემბრანის ფრაგმენტები
ანოტაცია:
ფერმენტორში გაზრდილი იყო T4 ბაქტეროფაგი, სადანაც მიღებული იყო მაღალი ტიტრის და სისუფთავის ფაგი. ფაგზე ჩატარებული კალორიმეტრული ექსპერიმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ მაღალი იონური ძალის გამხსნელში (1SSC, pH7) დენატურირებული ფაგი, გაციების შემდეგ მთლიანად აღიდგენს დნმ-ის ნატიურ, სპირალურ სტრუქტურას. ხოლო დაბალი იონური ძალის ბუფერში (დაახლოებით 20-ჯერ შემცირებული) ფაგური დნმ-ის რენატურაციას ადგილი არ აქვს. ვისკოზიმეტრულ ექსპერიმენტებში ნაჩვენები იყო, რომ ფაგის თავაკიდან დნმ-ის ეჟექციის დროს ადგილი აქვს სიბლანტის მკვეთრ ზრდას, რაც გამოწვეულია ტემპერატურის მოქმედებით. ნაშრომში გამოყენებულია ბაქტერიებიდან ულტრაბგერის მოქმედებით, ბაქტერიის მემბრანის ფრაგმენტების მიღების მეთოდი, რომლის გაწმენდა ხდებოდა ხსნარის ცენტრიფუგირებით. ნაჩვენებია, რომ ასეთ მემბრანულ ფრაგმენტებს შენარჩუნებული აქვთ ფაგის რეცეპტორული უბნები, რაც იმით მტკიცდება, რომ მათი დამატებით ფაგის სუსპენზიაში სიბლანტე მატულობს.