ka | en
Company Slogan TODO

ნარჩენების მართვის პრობლებები საქართველოში და საუკეთესო პრაქტიკა. სტიქიუად დაბინძურებული ტერიტორიების გეომონაცემთა ბაზის შექმნა

ავტორი: ნინო სულხანიშვილი
საკვანძო სიტყვები: სტიქიურად დაბინძურებული ტერიტორიების გეომონაცემთა ბაზა
ანოტაცია:

ნარჩენების არასრულფასოვანი მართვა საქართველოში დღემდე ერთ-ერთ მწვავე პრობლემაა. ნარჩენები არის ჰაერის, ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისა ერთ-ერთი ძირითადი წყარო. სტიქიურად განთავსებული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ძირითად მიზეზს ნარჩენების შეგროვების სისტემის მოშლა წარმოადგენს. ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ნარჩენების მართვის პოლიტიკა და კანონმდებლობა ეროვნულ დონეზე. არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველწლიურად წარმოქმნილი და დაგროვილი ნარჩენების რაოდენობის, ტიპების, გადამუშავება/რეციკლირების, განთავსების და გაუვნებელყოფის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად ამ სფეროში არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით. ნაშრომი მოიცავს ნარჩენების მართვის პრობლემების მიმოხილვას საქართველოში და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს (შვედეთის გამოცდილება). ნაშრომში ასევე განხილულია გეომონაცემთა ბაზა რომელიც, ამ ეტაპზე იქმნება, საქართველოში სტიქიურად დაბინძურებული ტერიტორიების შესახებ. ბაზა მოიცავს საქართველოში სტიქიურად განთავსებული ნარჩენების ადგილმდებრეობებს, დაახლოებით ფართობს, განთავსებული ნარჩენების დაახლოებით რაოდენობას, საპილოტე წერტილების კვლევის მონაცემებს ნიადაგის, წყლის და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. აღნიშნული პროდუქტი იქმნება ორგანიზაციის EcoVision მიერ შვედეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,დავასუფთაოთ საქართველო’’.


მიმაგრებული ფაილები:

Problems of Waste management in Georgia and Best Practice. Development of Geo Data Base on Illegal Dumpsites [en]
ნარჩენების მართვის პრობლებები საქართველოში და საუკეთესო პრაქტიკა. სტიქიუად დაბინძურებული ტერიტორიების გეომონაცემთა ბაზის შექმნა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com