ka | en
Company Slogan TODO

ტროპიკული კრიპტოგრაფია და მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის განხორციელების ორი ვარიანტი

ავტორი: რიჩარდი მეგრელიშვილი
ანოტაცია:

წინამდებარე ნაშრომში ჩვენ განმეორებით განვაცხადეთ მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის განხორციელების ორი ვარიანტის შესახებ (თუმცა, ერთ–ერთი ვარიანტი ახალია). რაც შეეხება საკითხის აქტუალურობას, გავიმეორებთ, რომ მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის მთავარი ღირსება – მისი სწრაფქმედებაა. პირველი ვარიანტი, არის კრიპტოგრაფიის ბუნებრივი განვითარება და უკავშირდება ახალი ტროპიკული არითმეტიკული ოპერაციების გამოყენებას კრიპტოგრაფიაში. ჩვენს მიერ მიღებულ შედეგს შეიძლება ეწოდოს "ტროპიკული კრიპტოგრაფია". ამავე დროს, მიუხედავად მისი საკუთრივ ალგებრული მნიშვნელობისა, აღნიშნული გამოყენებით ადგილი აქვს ახალი თვისებების მქონე მულტიპლიცაციური ჯგუფების გენერაციის საჭიროებას, რაც ახალ ტროპიკულ ოპერაციებზე არის დაფუძნებული. ამიტომ, მისი მიღება და დანერგვა ასოცირდება მის ანალიზსა და აღიარებასთან. მეორე, ახალი ვარიანტი, – არის ჩვენს მიერ წლების განმავლობაში მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის შესწავლისა და მისი მრავალმხრივი ანალიზის შედეგი და დაკავშირებულია ტროპიკული კრიპტოგრაფიის გამოყენებასთან დროის გარკვეული ინტერვალის განმავლობაში (მსგავსად იმისა, როგორც ელგამალმა 1985 წელს გამოიყენა დიფი–ჰელმანის ალგორითმი დროის გარკვეული ინტერვალის განმავლობაში თავისი ალგორითმის გასახორციელებლად). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტროპიკული კრიპტოგრაფიის მატრიცულ ფუნქციაში ეს გამოყენება არ გამოიწვევს სისწრაფის დაკარგვას, დროის აღნიშნულ ინტერვალში, როდესაც, ჩვენი მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის საშუალებით, ღია არხში, განხორციელდება გასაღების გაცვლის ალგორითმი ან სხვა რამ ქმედება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com