ka | en
Company Slogan TODO

მყინვარ ჯანყუათის (ჩრდილო კავკასია) მასის ბალანსი, კლიმატურ ელემენტებთან კავშირში

ავტორი: ლევან ტიელიძე
საკვანძო სიტყვები: მყინვარის მასის ბალანსი
ანოტაცია:

ცენტრალური კავკასიონის რეგიონში კლიმატური ელემენტების ცვლილებას და მყინვარის მასის ბალანსის ცვალებადობას შორის კავშირის შესასწავლად შერჩეულ იქნა მყინვარი ჯანყუათი, რომელზედაც მასის ბალანსზე დაკვირვებები წარმოებს 1967 წლიდან. ამჟამად ეს მყინვარი შესულია სარეპერო მყინვარების ნუსხაში და მას უნდა შედარდეს რეგიონის სხვა მყინვარებზე ჩატარებულ დაკვირვებათა მონაცემები. მყინვარი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო ფერდობზე, მ. იალბუზიდან სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით 28 კმ მანძილზე. მისი სიმაღლე იცვლება 2700-3900 მ ფარგლებში და ფართობი შეადგენს 3.0 კმ2-ს. მყინვარის მეტეოროლოგიური რეჟიმის დასახასიათებლად გამოყენებულ იქნა მეტეოსადგურ ტერსკოლზე 1951 წლიდან წარმოებული დაკვირვებათა მონაცემები. სადგური მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე, ჯანყუათისგან 16 კმ მანძილზე. მყინვარის ენის ბოლოში ეპიზოდურად ჩატარებული მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედარებამ ტერსკოლის მეტეოსადგურის მონაცემებთან აჩვენა, რომ ჰაერის ტემპერატურის დღის საშუალო მნიშვნელობებს შორის კორელაციის კოეფიციენტი შეადგენს 0.82. საკმაოდ ახლო თანხვედრა აღმოჩნდა აგრეთვე ნალექთა გაზომილ ჯამებს შორის. თოვლისა და ყინულის დაგროვების (აკუმულაციის) სეზონი ჯანყუათზე გრძელდება ოქტომბრიდან მაისამდე. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ამ სეზონში შეადგენს -50C, ხოლო ნალექთა ჯამი 440 მმ. აბლაციის სეზონის (მაისი-სექტემბერი) საშუალო ტემპერატურა აღწევს 110C და ნალექთა ჯამი 465 მმ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com