ka | en
Company Slogan TODO

საქარტველოს ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებათა მიგრაციის ერთი მათემატიკური მოდელის შესახებ

ავტორი: Teimurazi Davitashvili
თანაავტორები: მერი შარიქაძე
საკვანძო სიტყვები: რიცხვითი მოდელირება, გაბინძურება, საქართველოს ტერიტორია
ანოტაცია:

როგორც ცნობილია კავკასია მდებარეობს მაღალი აქტივობის სეისმურ ზონაში, სადაც როგორც უკანასკნელი 80 წლის დაკვირვებათა მონაცემები გვიჩვენებენ 13% მიწისძვრებისა არის დამანგრეველი. ასევე ცნობილია, რომ სომხეთის ატომური ელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაც მიეკუთვნება მაღალი აქტივობის სეისმურ ზონას. ამ მიზეზით და როგორც საბჭოთა წარმოების ერთ-ერთი უძველესი ნაკლებად სანდო ატომური ელექტრო სადგური, სომხეთის ატომური ელექტრო სადგური, მოექცა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. წარმოდგენილ ნაშრომში განიხილება ერთი მათემატიკური მოდელი, რომლის საფუძველზეც შეისწავლება რადიოაქტიური ნივთიერებებით საქარტველოს ტერიტორიის შესაძლო გაბინძურების საკითხი სომხეთის ატომური ელექტრო სადგურის ავარიის შემთხვევაში. წარმოდგენილია რიცხვითი თვლის ზოგიერთი შედეგები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com