ka | en
Company Slogan TODO

მეთილპროპიონატური ჯგუფების შემცველი სავარცხლისებრი აგებულების სილოქსანური პოლიმერების ელექტროგამტარი თვისებები

ავტორი: ომარ მუკბანიანი
თანაავტორები: ჯიმშერ ანელი, ნათია ჯალაღონია, თამარ თათრიშვილი, ელიზა მარქარაშვილი, ომარ მუკბანიანი
საკვანძო სიტყვები: მყარი პოლიმერ ელექტროლიტი, იონ გამტარებლობა, იმპედა
ანოტაცია:

იმპედანსური სპექტროსკოპის მეშვეობით გადაღებულია მემბრანების ელექტროგამტარობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების მრუდები, რომელთა თანახმად ყველა შევსების ხარისხის მქონე პოლიელექტროლიტის ელექტროგამტარობის სიდიდე ზრდადია ტემპერატურის ამაღლებისას ოთახის ტემპერატურიდან 100oC -მდე. ფუნქციურად ელექტროგამტარობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების ხასიათი კარგად აღიწერება ე.წ. ფოგელ-ტამან-ფულჩერის ფორმულით. აღსანიშნავია, რომ ეს დამოკიდებულებები ექსტრემალურია ლითიუმის მარილის შემცველობის მიმართ-მაღალი კონცენტრაციის შემცველი მემბრანა ავლენს შედარებით დაბალ გამტარობას, ვიდრე დაბალი კონცენტრაციის შემცველი მემბრანა. ეს შედეგი ახსნილია მარილის მაღალი შემცველობის მქონე მემბრანებში დენის მატარებელი იონების შეწყვილებით და შესა-ბამისად მათი ეფექტური მასის გაზრდით, რაც ადაბლებს იონთა ძვრადობას და ამდენად ამცირებს მემბრანების იონურ გამტარობას. შესწავლილია აგრეთვე მემბრანებში გამავალი ელექტრული დენის სიდიდის დამოკიდებულება მუდმივ ელექტრულ ძაბვაზე. ყველა მემბრანისთვის ეს დამოკიდებულება ზრდადია, მაგრამ ძაბვის გარკვეული მნიშვნელობებიდან დაწყებული ნაჯერობაში გადადის, რაც ახსნილია მემბრანებში გამოწვეული მოლეკულური სეგმენტების ბროუნის მოძრაობის გაძლიერებით და შესაბამისად იონურ-ფონონური სპექტრის გაფართოებით ჯოულის სითბოს გამოყოფის შედეგად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com