ka | en
Company Slogan TODO

დენტოლოგიური ინფორმაციული სისტემის ძირეული თავისებურებები

ავტორი: მაია არჩუაძე
თანაავტორები: ნია ხაჩიძე
საკვანძო სიტყვები: ინფორმაციული სისტემა, ე-მედიცინა
ანოტაცია:

სამედიცინო დანიშნულების ინფორმაციული სისტემები ე-მედიცინის ერთერთ წამყვან კოპმონენტს წარმოადგენს. დენტოლოგიაში ინფორმაციული სისტემების შემუშავება/ დანერგვა და ხელმისაწვდომობა ღია ინტერნეტ რესურსების სახით გაზრდის პაციენტთა (მათ შორის პოტენციურ) ინფორმირებულობის დონეს და დაეხმარებს, როგო შიშის ფაქტორების დაძლევაში. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს დროული მკურნალობის ჩატარებას და ეფექტურობას. ასეთი ტიპის ინფორაციული სისტემა უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი მოდულისაგან „პაციენტი“ და „კლინიკა“. მოდულის „პაციენტი ძირითადი ფუნქციები: მონაცემები ყოველი პაციენტის შესახებ გაზიარებული წვდომის შესაძლებლობით (გასათვალისწინებელია კონფიდენციალურობა, მაგრამ უნდა არსებიბდეს შესაძლებლობა მონაცემების ნახვის ექიმის შეცვლია შემთხვევაში). მოდულის „კლინიკა“ ძირიტადი ფუნქციები: მონაცემტა ბაზა სერთიფიცირებული ექიმების შესახებ, მონაცემთა ბაზა კონკრეტულ კლინიკაში კონკრეტული სამკურნალო სსაშუალებების შესახებ, ვირტუალური კონსილიუმის მოწყობის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის (პაციენტისათვის) საცნობარო სისტემა უვნებელი დასაშვები თვითმკურნალობისათვის. სისტემას უნდა ჰქონდეს მოქნილი სამომხმარებლო ინტერფეისი. აღნიშნული სისტემის ლოგიკური სქემა შემუსავებულია. მიმდინარეობ ცალკეული მოდულების დეტალური დაპროექტება.


მიმაგრებული ფაილები:

Key Characteristics of Dental Information System [en]
დენტოლოგიური ინფორმაციული სისტემის ძირეული თავისებურებები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com