ავტორიზაცია

ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის გამოყენება ბიოლოგიასა და მედიცინაში. ადამიანის თმაში და კანში ფეომელანინის ეუმელანინთან თანაფარდობის განსაზღვრის მარტივი ემპირიული მეთოდი.
ავტორი: Eduard Chikvaidzeთანაავტორები: თეიმურაზ გოგოლაძე
საკვანძო სიტყვები: ეუმელანინი, ფეომელანინი, ეპრ სპექტრი
ანოტაცია:
შესწავლილია ჟღალი თმის ეპრ სპექტრი. ნაჩვენებია, რომ იგი წარმოადგენს ეუმელანინის სინგლეტისა და ფეომელანინის ტრიპლეტის სუპერპოზიციას. მიკროტალღური სიხშირის გაჯერების მეთოდით მიღებულია ფეომელანინის დამახასიათებელი ეპრ სიგნალის ტრიპლეტი და გაზომილია მისი g-ფაქტორი. ნაჩვენებია,რომ ჟღალი თმის g-ფაქტორი დამოკიდებულია მის შემადგენლობაში არსებული ფეომელანინის და ეუმელანინის კონცენტრაციების თანაფარდობაზე წრფივად და აგებულია მათი დამოკიდებულების მრუდი, საიდანაც მარტივად შეიძლება გაიზომოს თმაში და კანში ფეომელანინის თანაფარდობა ეუმელანინთან. საჭიროა მხოლოდ გაიზომოს ნიმუშის g-ფაქტორი. ამრიგად, მარტივად შეიძლება დადგინდეს ეს თანაფარდობა თმაში და განსაკუთრებით კანში, რადგან ეს დამოკიდებულება განსაზღვრავს კანის სხვადასხვა დაავადების რისკს ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისას კანზე.