ავტორიზაცია
სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერებების წარმოების მიზნით დარიშხანშემცველი წარმოების ნარჩენებიდან საწყისი ნაერთების მიღება
ავტორი: ქრისტინა გიორგაძეთანაავტორები: ნოდარ ლეკიშვილი, მაია რუსია, ნელი საღარაძე
საკვანძო სიტყვები: წარმოების ნარჩენები, დარიშხანი, ჰიდროარსენატი, ანტჰელმინთი
ანოტაცია:
სამთო-ქიმიური ქარხნის წარმოების ნარჩენებიდან, კერძოდ, რეალგარ(As4S4)-აურიპიგმენტური-(As4S6) მადნის გამოწვით მიღებული კუდებიდან განხორციელდა დარიშხანის ექსტრაქცია უმაღლესი ნაჯერი ერთატომიანი სპირტებით. მიღებული მაღალი კონდიციის დარიშხანოვანი მჟავას ეთერები (RO3As წყალხსნარებში განიცდიან ჰიდროლიზს “თეთრი დარიშხანისა” და შესაბამისი სპირტის წარმოქმნით. მიღებული სპირტი კვლავ შეიძლება გამოყენებულ იქნას ექსტრაგენტად, - ამგვარად, პროცესი ციკლური და უწყვეტი ხდება. სპირტიანი ექსტრაქტებიდან მიიღება ბარიუმის და სტრონციუმის ჰიდროარსენატები, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში, კერძოდ, ჰომეოპათიაში და ვეტერინარიაში ანტჰელმინთებად. ზოგიერთ გარდამავალ მეტალთან (Hg) მიღებულია კატიონურ-ანიონური კომპლექსები, რომელთაც გამოყენების პერსპექტივა აქვთ ანალიზურ ქიმიაში.
მიმაგრებული ფაილები:
Obtaining of Initial Compounds based on Arsenic-containing Industrial Wastes for producing of various bioactive compounds [en]სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერებების სინთეზის მიზნით დარიშხანშემცველი წარმოების ნარჩენებიდან საწყისი ნაერთების მიღება [ka]