ავტორიზაცია
მარტყოფის სტაციონარის მნიშვნელობა გეოგრაფიის განვითარებისათვის
ავტორი: ნელი ჯამასპაშვილითანაავტორები: ნ.ნ. ბერუჩაშვილი, ლ.ნ. ბერუჩაშვილი, რ.მაისურაძე, ნ.პაიჭაძე
საკვანძო სიტყვები: მარტყოფის სტაციონარი, გეოგრაფია
ანოტაცია:
მარტყოფის გეოგრაფიული სტაციონარი (სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) მდებარეობს თბილისიდან 30 კილომეტრზე – იმ ადგილზე სადაც თავმოყრილია აღმოსავლეთ საქართველოს თითქმნის ყველა ლანდშაფტი. ამიტომ ეს ტერიტორია უნიკალურია, როგორც სტუდენტებისათვის პრაქტიკის ჩასატარებლად, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის. 2005-2012 წ.წ. მარტყოფის სტაციონარი იყო ჩართული საერთასორისო გეოგრაფიული კავშირის პროექტში: Geographical perspectives on sustainable development: Networking local area partnerships with teachers and young scientists. ამ პროექტის მტავარი მიზანია მოამზადოს სტუდენტები და მასწავლებლები მდგრადი განვითარების გეოგარაფიულ ასპექტებში. ამგვარად მარტყოფის სტაციანარი ერთ-ერთია მსოფლიოს ამ ქსელის 9 ცენტრიდან. სხვადასხვა დროს მარტყოფის სტაციონარზე მუშაობდა 30 თანამშრომელი - მათ შორის 3-მა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (ნ.ბერუჩაშვილი, ე.ყვავაძე, გ.გოგიჩაიშვილი) და 7-მა საკანდიდატო დისერტაცია. მარტყოფის სტაციონარის მონაცემების საფუძველზე დაიცვა 29 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაცია. მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარზე პრაქტიკა გაიარა: - საქართველოდან - 3500-ზე მეტი სტუდენტმა - ყოფილი საბჭოთა კავშირიდან – 450 სტუდენტმა - შორეული უცხოეთიდან – 90 სტუდენტმა. მარტყოფის სტაციონარზე დამუშავდა თანამედროვე გეოგრაფიაში არსებული ძირითადი კონცეფციები (პროფ. ნ. ბერუჩაშვილი) და ის მეთოდოლოგიური საკითხები, რომლის საფუძველზედაც მიმდინარეობს თანამედროვე გეოგრაფიული გამოკვლევები.