ka | en
Company Slogan TODO

ბაქტერიებზე (ანტიმიკრობული აგენტების) ანტიბიოტიკების ზემოქმედების მექანიზმების შესწავლა ტურბიდიმეტრული მეთოდით

ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
საკვანძო სიტყვები: ტურბიდიმეტრია, სპექტროფოტომეტრია, ბაქტერია E.coli, ამპიოქსი, გენტამიცინი, MIC, რეზისტენტობა.
ანოტაცია:

ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაო ეხება ბაქტერია E. coli გამრავლებას და მის დამოკიდებულებას სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე. ამ ფაქტორების როლს თამაშობდნენ მედიცინაში ფართოდ გამოყენებული სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები, კერძოდ კი ამპიოქსი და გენტამიცინი. ჩვენი კვლევები ტარდებოდა E.coli C ტიპის ბაქტერიაზე, რომელიც მიღებულ იქნა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან. ბაქტერიებზე ამ ანტიბიოტიკების მოქმედების ეფექტი განისაზღვრებოდა ბაქტერიების გამრავლების მიხედვით. ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ ბაქტერიების გამრავლების ხასიათი დამოკიდებულია ანტიბიოტიკების რაოდენობაზე, უფრო ზუსტად კი აღმოჩნდა რომ ბაქტერიების გამრავლება ითრგუნება ანტიბიოტიკის და ბაქტერიის რაოდენობის გარკვეული თანაფარდობისას, რაც მიკრობიოლოგიაში ცნობილია მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (minimum inhibitory concentration, MIC) სახელწოდებით. ჩვენს კვლევებში გამოყენებულ იქნა ტურბიდიმეტრი რომელიც საშუალებას გვაძლევდა დროის რეალურ რეჟიმში უწყვეტად გვედევნებინა თვალყური ბაქტერიების რაოდენობის ცვლილებისათვის ხსნარის სიმღვრივის გაზომვის მეშვეობით და ამ მეთოდიკის საშუალებით საბოლოო ჯამში ჩვენ დავადგინეთ MIC-ის მნიშვნელობა ამ ორი მოცემული ანტიბიოტიკისათვის. გარდა ამისა, ტურბიდიმეტრიის მეთოდიკის გამოყენებით ჩვენ დავაკვირდით ანტიბიოტიკ-ბაქტერიის ურთიერთქმედების ისეთ მნიშვნელოვან შემთხვევას, როგორიც არის რეზისტენტობის მექანიზმი როდესაც ერთი ექსპერიმენტის განმავლობაში რომელიმე სახის ანტიბიოტიკის ხელმეორე დამატება იგივე ბაქტერიალურ კულტურაზე უკვე ვეღარ ახდენდა ვერავითარ გავლენას ბაქტერიების გამრავლებაზე. ამ მეთოდმა ჩვენ საშუალება მოგვცა დაგვედგინა რომ შეძენილ რეზისტენტობაზე პასუხისმგებელია ავტოკრინული ეფექტი რომელიც უჯრედის თავდაცვის მექანიზმს წარმოადგენს. აქ განსაკუთრებით საინტერესო არის ის რომ ტურბიდიმეტრის მეშვეობით ჩვენს ექსპერიმენტებში ჩვენ ასევე დავაკვირდით ბაქტერიებისათვის ამ რეზისტენტობის მოხსნას რაც მიიღწეოდა საკვები ბულიონის 20 გრადუსით გაცხელებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com